უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2020 13:20
font-size

მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

როგორც „მედიანიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, მინისტრმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დავაჯილდოვეთ ძალიან საინტერესო კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები, პრიზიორები, XI და XII კლასის მოსწავლეები. ძალიან სახალისო ღონისძიება შედგა. დარწმუნებული ვარ, ამ მოსწავლეების დიდი ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. როგორც მოგეხსენებათ, ეს უნივერსიტეტი მსოფლიო დონის პროექტია, რომლის იდეის ავტორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის ქველმოქმედების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ყველა სტუდენტს აქ ძალიან საინტერესო გამოცდილება ელოდება. მინდა ყველა გამარჯვებულს კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერილი კონკურსის შედეგად 18 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ: I ადგილზე გასულ მოსწავლეებს – 3000-ლარიანი, II ადგილზე – 2000-ლარიანი, ხოლო III ადგილზე გასულებს – 1000-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი ერგოთ.

„M ვექტორის“ ძირითად ეტაპზე 500-მდე მონაწილე დარეგისტრირდა საქართველოს 55 ქალაქიდან და სოფლიდან. 76 მონაწილე გადავიდა ფინალურ ეტაპზე. პროექტის ძირითადი და დასკვნითი ეტაპები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი – „M ვექტორი“ განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მორგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს – მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

კონკურსი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA) ორგანიზებით ჩატარდა. მისი ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. პროექტის პარტნიორია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცესკო-მ ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის დაცვითაც ამომრჩევლები და კომისიების წევრები კენჭისყრის დღეს იმოქმედებენ

18 სექტემბერი, 2020 , 17:45

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარი გახდა

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1886 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ტემპერატურის მომატების დროს ყველა პაციენტმა აუცილებელია მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს - ამირან გამყრელიძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, ტემპერატურის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მისი თქმით, ტემპერატურის მქონე ავადმყოფი ა

IDFI საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მათი შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენ

ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს - ნათია თურნავა

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც აქ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი - არა. ნათია თურნავამ ამ თემაზე პარლამენტის პლე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომელთა