უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ივლისი, 2020 11:20
font-size

მიხეილ ჩხენკელმა მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

"დღეს დავათვალიერეთ ზემო სვანეთის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი. ეს სკოლა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აისახება მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა მოსწავლეების წარმატებაზე. ამ სკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები არიან არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულები. მე ძალიან მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ ექნებათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა. აქ განთავსდება კომპიუტერული ლაბორატორიები და მოსწავლეებს ექნებათ ყველა პირობა სწავლისთვის. ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში მრავალი ახალი სკოლა შენდება, რადგან ჩვენს მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, სოფელ წვირმის საჯარო სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება.

„მსუბუქი კონსტრუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. სასწავლო სივრცეებთან ერთად სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზოში კი – სარეკრეაციო სივრცე. გარდა ამისა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სსიპ –საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით და მისი ღირებულება 1.404 640 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება, - ამის შესახ

“სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა” - გიორგი გახარია რაჭაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

7 აგვისტო, 2020 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება

7 აგვისტო, 2020 , 14:30

საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით ბანკისა და შპს აგრო გარდენსის თანამშრომლობით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება. მშენებლობის პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტ

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი

7 აგვისტო, 2020 , 11:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისუ

დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

5 აგვისტო, 2020 , 14:25

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე  სუბიექტებთან. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

5 აგვისტო, 2020 , 11:35

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ ალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა. კომპანია მრავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე