უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2019 11:10
font-size

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური მიმართულებით საბერძნეთის ელჩის მოადგილე გიორგოს პაპანიკოლაუ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გაეროში წარდგენილი ინიციატივა - „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კლიმატური ცვლილების ზეგავლენისაგან“ (Protection on Cultural Heritage from the Impactsof Climate Change). მხარეებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

სამინისტროს ცნობით, საბერძნეთის ინიციატივის მთავარ მიზანს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, კვლევების ჩატარება და ამ მიმართულებით ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.

როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში? (ვიდეო)

24 იანვარი, 2020 , 16:45

ტვ პირველი კადრებს ავრცელებს, როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში – მაგრები ხართ ბიჭო, ერთ კაცს დამესიეთ?