უკან
საზოგადოება
17 იანვარი, 2020 14:18
მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მატჩის შემდეგ, ქართველ ხელბურთელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვდა და მომდევნო შეხვედრაში წარმატებები უსურვა.
„მინისტრმა ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე, გიორგი ცხოვრებაძე დააჯილდოვა. ცხოვრებაძე, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე გახდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის განმეორებითი მატჩი 19 იანვარს, ფინეთში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდში ითამაშებს.