უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2021 19:40
font-size

მიხეილ დაუშვილი „ქართულ ოცნებას“: ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ, რომ ადამიანები აღარ გახსოვთ, იმიტომ რომ დაივიწყეთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ

„ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ რომ ადამიანები აღარ გახსოვთ, იმიტომ, რომ დაივიწყეთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ,“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენი მოქალაქეების მთავარი დაკვეთა ჩვენს მიმართ, ზოგადად - პარლამენტის მიმართ, მთავრობის მიმართ - არის განვითარება, მაგრამ სამწუხაროდ ამის გარდა ყველაფერზე ვზრუნავთ და ამის გარდა ყველაფერზე ვსაუბრობთ. მაგალითისთვის თუ გადავხედავთ რა ხდება კოვიდის მიმართულებით - ფაქტია, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს, შევხედავთ ინფლაციას, მაგალითად ბოლო 2-3 თვის ინფლაცია ავიღოთ - გვაქვს ორნიშნა ციფრები. რეალობა არის ის, რომ მაგალითად ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე, საკვებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი. თუ შევხედავთ , რა გვაქვს უმუშევრობის მაჩვენებელი, ვნახავთ, რომ ათიათასობით ჩვენი მოქალაქე უმუშევარია - სამუშაო ძალას ვგულისხმობ. შევხედავთ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას და ვხედავთ, რომ ეს რაოდენობა, ყოველდღიურად იზრდება - ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ღარიბდებიან და მათ ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირთ ცხოვრება,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ რეალობა არის ის, რომ ერთი მხრივ ორგანიზაცია „ოცნების“ და მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ შესრულებით ვხედავთ პოლიტიკურ შოუს.

„ამ დროს რეალობა რა გვაქვს, რეალობა გვაქვს ის, რომ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ შოუს. ერთი მხრივ ორგანიზაცია „ოცნების“ და მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ შესრულებით, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ იმყოფება, „ოცნება“ ქმნის ისეთ სიმულაციას, რომ თქვენ ხართ მთავარი აქტორები და თქვენს ირგვლივ ტრიალებს ეს ქვეყანა და სინამდვილეში, მოცემულობა არის ის, რომ ამ ყველაფერს ერთიც და მეორეს აკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომელიც თქვენ გაქვთ, ნებისმიერ ფასად. და ამ ყველაფრის ფონზე მთავარი და ყველაზე პრობლემური რეალობა არის ის, რომ აი თქვენ ადამიანი უბრალოდ აღარ გაინტერესებთ, აღარ გახსოვთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება.

„თქვენი ამოცანა ადამიანის ინტერესები კი არ არის და მათზე ზრუნვა, თქვენი ამოცანა ერთადერთი არის ძალაუფლების შენარჩუნება. ეს არის დღეს მთავარი პრობლემა და როდესაც გეუბნებით, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, აი ამას ვგულისხმობთ სწორედ, რომ ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ რომ ადამიანები აღარ გახსოვთ, იმიტომ რომ დაივიწყეთ. უბრალოდ, გვითხარით გეგმა რა გაქვთ. ამ ადამიანებს, ვისაც ყოველდღიურად ამდენი პრობლემა აქვს, მათ რას სთავაზობთ, რა გეგმას უსახავთ, რა გამოსავალს აჩვენებთ, ამაზე გვესაუბრეთ. ნაციონალური მოძრაობის დასრულებაზე რომ გვესაუბრებით 9 წლის თავზე ხალხო, ამ ადამიანებს რას ეუბნებით, ვისაც დახმარება სჭირდება, ვისაც განვითარება სჭირდება. ამ ადამიანების მიმართ რა პასუხი გაქვთ, თორემ ეს ნაციონალური მოძრაობა აგერ წლის დასაწყისში თითქმის დასრულებული იყო. ისევე თქვენ ააღორძინეთ, ისევე თქვენ გააცოცხლეთ, ფეხზე დააყენეთ, მიშა ჩამოუყვანეთ. ეს არის რეალობა რაშიც ვცხოვრობთ და ახლა თუ გინდათ საქმეზე საუბარი, მაშინ ვისაუბროთ საქმეზე, თუ არა და სამწუხაროდ, დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შოუ და აი შინაარსზე რომ საუბრობთ და საქმეზე ვილაპარაკოთო, რომ საუბრობთ, ამ საქმეს გთავაზობდით დებატების სახით მაგალითისთვის სულ რამდენიმე კვირის წინ და ნაცვლად იმისა, რომ დებატებზე გამოსულიყავით, თქვენი ერთ-ერთი ხელმძღვანელი გამოსულიყო და დებატებზე შინაარსობრივ საკითხებზე გვესაუბრა, ამის ნაცვლად მივიღეთ რაღაცა უბინძურესი კამპანია, უბინძურესი პროპაგანდა, რომლის ერთადერთი ამოცანა იყო არაფერი, ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ნდობა აღარ გაქვთ და ნდობა აღარ გაქვთ იმიტომ, რომ თქვენ ადამიანები დაივიწყეთ, ადამიანები აღარ გაინტერესებთ,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა

3 დეკემბერი, 2021 , 13:54

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა. სამოქმედო გეგმა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე წარადგინა. „მიზა

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 , 13:37

თბილისის საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის

მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 , 13:18

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 27 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ წარმომადგენლო

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა

3 დეკემბერი, 2021 , 13:08

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა. თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს წევრებს სიტყვი

ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი - შალვა პაპუაშვილი

2 დეკემბერი, 2021 , 17:24

ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი, რადგან თუ მათ ჰგონიათ, რომ პარლამენტის შემადგენლობის 3/5 რაღაცის მიღებაში უნდა აიძულონ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომი

საქართველომ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადაცსა

2 დეკემბერი, 2021 , 16:47

2021 წლის 2 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რიგით 38-ე სხდომა გაიმართა. სუამ-ის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი