უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2017 11:30
font-size

მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონის შეხვდა

საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე არა მხოლოდ რეგიონში არამედ გლობალურად, - აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ ბოლო წლებში გაატარა წარმატებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და იგი წარმოადგენს მაგალითს მთელს რეგიონში, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი განავითაროს ეკონომიკა, იქცეს რეგიონულ ჰაბად და მოიზიდოს ინვესტიციები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და იმ სიმამაცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ საერთაშორისო მისიებში.

სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განვითარების გზა და რეფორმების ის მიმართულებები, რაც საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა კარგი მმართველობის, განათლების სისტემის და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს განვითარება არის გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვაშინგტონის მზაობა საქართველოს გვერდით იდგეს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს და ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში შეერთებული შტატების როლს და მის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ ამერიკის მტკიცე პარტნიორია, არამედ იზიარებს დასავლური სამყაროს საერთო ფასეულობებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, თავისუფლებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბოლო ოთხი წლის განმალობაში.
სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს განვითარების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე განაგრძონ აქტიური დიალოგი და ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას.

მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიიწვია. რექს ტირელსონმა გამოხატა დაინტერესება შესაძლებლობების ფარგლებში ეწვიოს საქართველოს.

საკვანძო სიტყვები:

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი