უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 მაისი, 2018 14:00
font-size

მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციას - ევროპული იდეა რუსთაველზე მაშინ მარცხდებოდა, როდესაც დემონსტრანტებს არბევდნენ

„ევროპული იდეა მარცხდებოდა რუსთაველზე მაშინ, როდესაც არბევდნენ დემონსტრაციებს, აკავებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. დღეს კი საქართველომ აჩვენა მაგალითი დემოკრატიული განვითარების მაღალი დონისა და მაღალი სტანდარტის. ამით ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ ,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოპოზიციის რეპლიკის პასუხად განაცხადა, რომელმაც ხელისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციებისას გამოჩენილი კონტრაქციის წევრების იდეოლოგიისა და ქმედებების დაშვებისთვის გააკრიტიკა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით კვირას დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება და სახელმწიფო ასევე გააგრძლებს მომავალშიც. რაც შეეხება საკითხისადმი მიდგომას ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შემუშავდება ისეთი მიდგომები და პოლიტიკა, რომელიც მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების კითხვებს უპასუხა.

კახა კალაძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ირაკლი ნადირაძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება. ნადირაძის თქმ

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევ

დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ

გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

დავით ზალკალიანი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც 14 ნოემბერს ქ. პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა

მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი შეემატა ჩვენს სისტემას, ქუთაისში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მოემსახურება ჩვენს სამხედროებს, აქ შეძლებენ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება, – ამის შესახებ ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`