უკან

პოლიტიკა

13 თებერვალი, 2018 16:30
font-size

მიხეილ ჯანელიძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიურ დინამიკას მრავალი მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შექმნა და იმედი გამოთქვეს, რომ 2018 წელს გაიმართება ჯგუფის პირველი შეხვედრა.

აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული დიდი პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განსავითარებლად და ხაზი გაესვა ამ მხრივ უკვე არსებულ დადებით შედეგებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუვეითიდან ვიზიტორთა რაოდენობა, აღინიშნა, რომ ქუვეითში საქართველო მესამე ადგილზეა ტურისტული დანიშნულების ქვეყნებს შორის. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც გასული წლის ივლისიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება ქუვეითიდან თბილისში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ინფორმაცია მიაწოდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საქართველოს მზარდი ეკონომიკური პროგრესის, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესახებ. აღინიშნა ამ მიმართულებით ქუვეითის დაინტერესების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ საქართველოს საგზაო სფეროს განვითარებაში გაწეული კონტრიბუციისთვის.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მიესალმნენ გლობალური კოალიციის წარმატებებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. საქართველომ, როგორც კოალიციის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე მხარის დაინტერესება განავითარონ შემდგომი თანამშრომლობა და ამ მხრივ აღნიშნეს მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მიიწვია.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელი 12-13 თებერვალს ქუვეითში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას იღებს ისლამური სახელმწიფოს გლობალური კოალიციის შეხვედრაში.

ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

17 დეკემბერი, 2018 , 11:45

„ვისურვებდით, საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში“, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველიმ განაცხადა. როგორც ჰოტოველიმ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაც

დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

17 დეკემბერი, 2018 , 10:45

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი მის სახლში შესვლას ცდილობენ. როგორც კირკიტაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, იგი ადვოკატის მისვლას ელო

საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში - სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი, 2018 , 16:57

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს, მაშინ მოსკოვმა უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშო

სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე - სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი, 2018 , 16:41

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა, - – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენ

თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება

16 დეკემბერი, 2018 , 10:13

თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია ოფიციალურად 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება. დღესვე სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია

15 დეკემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`