უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
მიხეილ ჯანელიძე სირიაზე მოკავშირეების მიერ განხორციელებულ დარტყმებს სათანადოს უწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს გამოეხმაურა და ამ ნაბიჯს „სათანადო და საჭირო” უწოდა. მიხეილ ჯანელიძე ეს განცხადება Twitter-ზე გააკეთა.
„აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიარაღბულ ძალებს იმ ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმების განხორცილება უბრძანა, რომლებიც სირიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ შეიარაღებას შეიძლება უკავშირდებოდეს.
საჰაერო იერიშის დასრულების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ დამატებით სხვა იერიშები არ იგეგმება, თუმცა არც გამორიცხულია.
აშშ-ი რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის განცხადებით, სირიაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
ცირა გურგენიძე