პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩთან იგორ დოლგოვთან.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა მიულოცა ელჩს დიპლომატიური მისია და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მიმდინარე საკითხებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წელს, ქვეყნებს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, ხაზი გაესვა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში, ასევე მიმდინარე წელს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების ურთიერთგაზიარების და საერთაშორისო ასპარეზზე ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციების მხარდაჭერაზე.
განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო.
როგორც შეხვედრაზე იგორ დოლგოვმა აღნიშნა, იგი უკრაინის ელჩის რანგში, ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცებისთვის.
უკრაინის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები საქართველოს პრეზიდენტს 23 თებერვალს გადასცა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

