უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2017 14:15
font-size

მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში. შეხვედრა ორგანიზებული იყო სლოვაკეთისა და ლატვიის მიერ, მას ევროკავშირის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის მხრიდან კი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებოდნენ.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ დღევანდელ შეხვედრას, რომელიც გავძლევს საშუალებას გავცვალოთ მოსაზრებები და ხედვები. საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მოწინავე ქვეყანაა და მისი საკითხი ასევე დგას მინისტერიალის დღის წესრიგში. ამ შეხვედრაზე მოგვეცემა საშუალება ვიმსჯელოთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, რეფორმების დღის წესრიგზე და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ისევე როგორც ევროკავშირის სამიტის მოლოდინებზე“ - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა შეხვედრის კომენტირებისას.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ედგარს რინკევიჩსის თქმით, ლატვიისთვის პატივია უმასპინძლოს საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრას, სადაც მსჯელობა წარიმართება სამომავლო გეგმებზე - „აღნიშნული შეხვედრები რეგულარული ხასიათისაა და კარგ შესაძლებლობას იძლევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინოთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ვიმსჯელოთ იმ რეალისტურ და ამბიციურ გეგმებზე მომავალი სამიტისთვის, ისევე როგორც იმ სამომავლო დახმარებაზე, რაც ევროკაშირს შეუძლია გაუწიოს საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციის და ევროპული ინტეგრაციის პროცესში“ - განაცხადა მან.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და სამომავლო დღის წესრიგზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების რეფორმების გეგმებზე. ევროპელი კოლეგების მხრიდან აღინიშნა საქართველოს მნიშნელოვანი პროგრესი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გატარებული წარმატებული რეფორმები, მათ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის შემდგომ მიზნებში, ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, გამოითქვა მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.

„აღმოსავლეთ მინისტერიალის“ ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის სესიაზე, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ ვახშამში და ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

დასანანია, რომ პრეზიდენტი ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა - გია ვოლსკი

22 ივნისი, 2017 , 17:50

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართვა კანონმდებლებისადმი ემსახურება მის სამომავლო პოლიტიკურ ამბიციებს. „მგონია, რომ პრეზიდენტი ძალიან ცუდად უწევს ექსპლუატაციას ხალხის ვითომ

უმრავლესობა დახურულ კარს მიღმა სხდომას მართავს

22 ივნისი, 2017 , 17:50

საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. უმრავლესობის დეპუტატები სავარაუდოდ, ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე მსჯელო

პასუხისმგებლობას ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა - არმაზ ახვლედიანი

22 ივნისი, 2017 , 17:50

„ქართული ოცნების“ ყოფილი გენერალური მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, იმ მდგომარეობაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილელებთან დაკავშირებით შეიქმნა პასუხისმეგბლობას ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც პრემიე

გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისაკენ მოუწოდა

22 ივნისი, 2017 , 17:30

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. ხუხაშვილის თქმით, ქვეყანაში მმართველობითი კრიზისია, რომელიც ივანიშვილმა უნდა დაალაგოს. „ეს ხელისუფლება მოწოდებულია, ყველა თავისი უპასუხისმგე

ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი - პრეზიდენტი

22 ივნისი, 2017 , 17:20

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა პარლამენტარებს, არ დაუჭირონ მხარი იმ საკონსტიტუციო პროექტს, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსესუსი. „სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულ

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

22 ივნისი, 2017 , 16:50

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო კანონპროექტს. რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა, რომლებმაც ერთსულოვნად მისცეს ხმა საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ. გარდა ამისა, კანონმდებლებმა