უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

28 თებერვალი, 2017 12:35
font-size

მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27 თებერვალს ჟენევაში გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა საბჭოს გააცნო საქართველოში უკანასკნელ წლებში ადამიანთა უფლებების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე, მთავრობის ადამიანთა უფლებების სამოქმედო გეგმაზე და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესებში.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ადამიანთა უფლებების უმაღლეს კომისარს გასულ სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიოენში ადამიანის უფელებბის დაცვის მხრივ არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებისათვის, ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობის დიდი ძალისხმევისა, საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთით სავალალო მდგომარეობაა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რეგიონებში დაშვებული არ არის არცერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის გაეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მექანიზმი,“-განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები, სხვა ხელოვნური დაბრკოლებები და აფხაზეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

„აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ოკუპირებული რეგიონების სრული იზოლაციისკენ. ჩვენ მტკიცედ მივყვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზას და მზად ვართ გავუზიაროთ მათ ყველა სარგებელი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებს მოაქვს,“ - განაცხადა მინისტრმა და საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს გადამწყვეტი ქმედებების მიღებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად დღეს არსებული ხელოვნური ბარიერებისა.

„დადგება დღე, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს და მოახდენენ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანთა უფლებებზე, თავისუფლებაზე და კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებაზე. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა,“-განაცხადა ჯანელიძემ.

გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ეს სესია ქ. ჟენევაში 27-28 თებერვალს იმართება. მინისტრი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.

საკვანძო სიტყვები:

რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად - საქართველოს საპატრიარქო

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "მართალია, მოსკ

50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, 20 უპილოტო საფრენი აპარატი და სადაზვერვო ტექნიკა - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს

19 სექტემბერი, 2019 , 10:40

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს. „კავკაზკი უზელის“ ინფორმაციით, სწავლება რუსეთის სამხრეთში მდებარე პოლიგონებზე, ასევე სომხეთში და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალი

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო აქტივობის შეწყვეტა - ირაკლი ანთაძემ

13 სექტემბერი, 2019 , 17:42

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, კონსე

დათა ვანიშვილი მედლინ მუნს: 88 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ და ახლა გავხდი რუსეთის?

13 სექტემბერი, 2019 , 14:50

88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა, დათა ვანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მის

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

10 სექტემბერი, 2019 , 10:15

სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფი

საქართველოს საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს

7 სექტემბერი, 2019 , 10:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს