უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 დეკემბერი, 2016 17:10
font-size

მიხეილ ჯანელიძემ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არსებული ურთიერთობები მიმოიხილა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმოიხილა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არსებული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან.

როგორც მედიანიუსს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ისევე როგორც გასულ პერიოდში საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება აშშ-სთან ურთიერთობა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ასევე ყველა სამთავრობო უწყებისთვის, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებითაც. ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ განსაკუთრებული აქტივობა გვჭირდება. უკვე გვაქვს პირველი კონტაქტები სამომავლო ადმინისტრაციის წევრებთან და ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა საქართველოს საკითხი ისევე იყოს აქტუალური ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, როგორც არის ბოლო 25 წლის მანძილზე, როცა ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით ღრმავდებოდა“ - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა აშშ-სთან თავდაცვის, განათლების და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საკუთარ გამოსვლაში მიმოიხილა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა. მისი განცხადებით საქართველოს პრიორიტეტია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება, ისევე როგორც თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა ფორმატში საქართველოს ტრადიციულ მეგობრებთან - აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.

მინისტრმა უპრეცედენტო უწოდა მიმდინარე წელს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს 2017 წლის განმალობაში, როდესაც აღინიშნება საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლის იუბილე.

„ამ თანამშრომლობამ გამოიღო ის შედეგი, რომ გერმანიამ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე ევროკავშირის კონტექსტში არსებულ რთული პერიოდის გათვალისწინებით“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე გამოჰყო მიმდინარე წელს საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობების გადაყვანა დიდ ბრიტანეთთან და თურქეთის რესპუბლიკასთან.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მომდევნო წელი ასევე მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე

17 აპრილი, 2024 , 14:54

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17 აპრილი, 2024 , 14:33

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. „უცხოური გავ

`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

17 აპრილი, 2024 , 13:30

"საქართველოსთვის" დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს:  "თქვენ ხართ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი