უკან

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 16:50
font-size

მიხეილ ჯანელიძეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე აფგან მუხთარლიზე დაუსვეს კითხვები - ედგარ რინკევიჩი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ქართველ კოლეგას აფგან მუხთარლის საქმესა და საკონსტიტუციო რეფორმებზე დაუსვეს კითხვები.

ამის შესახებ რინკევიჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ლუქსემბურგში განუცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი მიმდინარეობს.

რინკევიჩის თქმით, აღმოსავლეთის პარტნიორობის შეხვედრის დროს ყოველთვის განიხილება მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.

„გვსურდა, მოგვესმინა, რეფორმების პროგრესის კუთხით რა მისწრაფებები აქვს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მინისტრისთვის კითხვები დაესვათ. დელეგაციების მიერ დასმული კითხვები ეხებოდა რეფორმებს, ბევრმა წამოჭრა დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ კითხვები, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული თემები. შევეხეთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. ჩვენ აფგან მუქტარლის გატაცების შესახებ გამოძიების შედეგებს ველოდებით. აღმოსავლეთ პარტნიორებთან შეხვედრის დროს, ყოველთვის განვიხილავთ მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას“,-აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში მუხტარლის საქმეზე გამოძიების შედეგები დაინტერესდნენ.

„შემაშფოთებელია, რომ შესაძლოა, ჟურნალისტის გატაცება მოხდა. აზერბაიჯანზე, სომხეთზე, უკრაინასა და მოლდოვაზე მსჯელობისას, მედიის თავისუფლების თემები ყოველთვის განიხილება. კიდევ ერთხელ გეტყვით, მუხტარლის საქმეზე სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას ველოდებით. აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჟურნალისტის საქმის გამოძიებას ძალიან სერიოზულად უდგება. იმედი გვაქვს, რომ მუხტარლის გატაცების საქმეზე შესაბამისს ინფორმაციის, რაც შეიძლება სწრაფად მივიღებთ“,- აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი