უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს აქვს ევროპარლამენტის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც გამოიხატება ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თმით ევროპარლამენტის მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში გამოიხატა, როგორიც არის იგივე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გასულ კვირას მიღებული რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება რომელიც მიღებულ იქნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დიდი უმრავლესობით. ეს მოხსენება ასახავს ყველა იმ ხედვას, რომელიც უკავშირდება საქართველოს მომავალს, კონკრეტულ ინსტრუმენტებს, სექტორალურ თანამშრომლობას, ნაბიჯებს რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პრაქტიკულად ხელს შეუწყობს საქართელოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს,“-განაცახდა მინისტრმა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მხარდაჭერლი იქნება ევროპარლამენტის ნოემბრის სესიაზე, რადგან საქართველოს აქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე. მისი განცხადებით ცალსახაა საქართველოს და იმ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭრა, ვინც დაინტერესებულია მეტი ნაბიჯი გადადგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მეტი ამბიცია, როგორც პოლიტიკური ასევე სექტორალური და ეკონომიკური ინტეგრაციის. ჩვენ ვართ წარმატებული ამ გზაზე და რა თქმა უნდა ევროპარლამენტის მხრიდან არსებული ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მეტის მიღწევას. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს - ეს აღიარებულია ასოცირების შეთანხმებით, სადაც ცალსახად ხაზგასმულია საქრთველოს ევროპული არჩევანი და მისწრაფება. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, რომელსაც რეფორმების შედეგად აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და ყველანაირი პერსეპქტივა იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები სამომავლო მიზნისკენ, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც დაეხმარება ამ გზაზე წარმატების მისაღწევად“-განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერტობათა კომიტეტში.

აფრთხობენ ამომრჩეველს, უნერგავენ აზრს, რომ ჩვენ დესტაბილიზაციას ვგეგმავთ - რომან გოცირიძე

19 ოქტომბერი, 2018 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება ამომრჩეველს აფრთხობს და უნერგავს აზრს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას გეგმავს. მისი თქმით, პარტია როც

საქართველო არ არის ბიზნეს კორპორაცია, საქართველო არ არის ბიზნეს ობშორა - შალვა ნათელაშვილი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ნათელაშვილმა დიპლომატებს არსებული საარჩევნო გარემო გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრაზე არჩე

ნუ გვაბოლებთ - შვილმოკლული მამების აქცია პროკურატურასთან

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

„ნუ გვაბოლებთ“, - ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსს შვილმოკლული მამები მთავარ პროკურატურასთან მართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მო

მარჯანიშვილზე, ქუჩაში ვნახე, რომ ბევრი კარავია გაშლილი, უცხოელებს თუ აქვთ კარვის გაშლის უფლება, ჩვენ არ გვაქვს?! - ზაზა სარალიძე

19 ოქტომბერი, 2018 , 16:30

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს საღამოს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას აპირებს. ამის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც აქცია-პერფომანს

არცერთი ის წევრი, რომელიც აქამდე გვერდით დაუყენებია უგულავას, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი არაა - მამუკა მდინარაძე

19 ოქტომბერი, 2018 , 16:30

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უარყო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება, რომ „ქართული ოცნებიდან“ „ევროპულ ს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გასაუბრებაზე აცილების არსებული მოდელი არაკონსტიტუციურია - საია

19 ოქტომბერი, 2018 , 15:55

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გასაუბრებაზე აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. საია-ს აზრით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`