უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2016 11:40
font-size

მიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგინა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, საოპერო მომღერალი ბადრი მაისურაძე წარუდგინა. ბადრი მაისურაძე სამხატვრო ხელმძღვანელად 27 ოქტომბერს, დროებითმა სარეკომენდაციო საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია, დღეიდან კი ძალაში შევიდა მიხეილ გიორგაძის 2 ნოემბრის ბრძანება - ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბადრი მაისურაძის დანიშვნის შესახებ.

ბადრი მაისურაძემ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში.

ის 1994 წლიდან დღემდე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია, მსოფლიოს წამყვან თეატრებში შესრულებული აქვს 40-ზე მეტი პარტია. 2002 წლიდან გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია, არის არაერთი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის წევრი და რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, კანადასა და ავსტრალიაში.

ბადრი მაისურაძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით აირჩიეს.

მარი ნამგალაძე

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი