უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 სექტემბერი, 2020 15:00
font-size

მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

ადვოკატის თქმით, სპეციალისტთან ერთად მისი პირადი ინფორმაციების დათვალიერებაზე უარი განაცხადა.

„გუშინ ზუსტად ვანახე ფურცხვანიძესთან მიმოწერები და ექვსივე სურათი, ზარები, როდის განხორციელდა, სქრინებიც გააკეთეს. წამოვედით, რომ სპეციალისტს ენახა, უნდა მომხდარიყო კლონირება. მეგონა, მოხდებოდა იმ ექვსი ფოტოს კლონირება, მოხდა აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მთელი ღამის განმავლობაში – სხვადასხვა პიროვნებებთან ზარების გადმოწერა. შეიძლება იყოს ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი კლიენტების, ჩემი ფოტოსურათების, არ ვიცი, რისი კლონირება გააკეთეს. თურმე ახლა უნდა დავჯდე და ამ რამდენიმე ათას სურათში ვეძებო და იმათმაც უნდა უყურონ ჩემს პირად სივრცეში არსებულ სურათებს, უნდა ავარჩიო ის ექვსი ფოტო და მეორე – უნდა ვუსმინო ამ 70 აუდიო ჩანაწერს. შემდეგ თუ არის საქმისთვის მნიშვნელოვანი, უნდა ვასმენინო და რომელიც მოეწონებათ, ის უნდა გადმოიწერონ, იმათთან ერთად დავჯდე, ვუსმინო, ჩემს პირად სივრცეში შემოსულს ვასმენინო პირადი?

როდესაც მობილური მივეცი, ჩაიწერეს დავით ფურცხვანიძეზე და ვოთსაპიდან ამოვიდა მთელი ინფორმაცია, სხვა ინტერესი ის აქვთ, რომ ჩემზე აინტერესებთ. ექვსი სურათის მეტი რომ არ ჩანს არსად, რა საჭიროებას წარმოდგენს, სხვა პირმა შენთან ერთად უყუროს მთელ სურათებს. ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ და არა სპეციალისტი დაასწრონ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილი მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩემი ვარაუდია, რომ მაგათ აინტერესებთ ჩემი პირადი ცხოვრება, რამე ისეთი იპოვონ, რომ ჩემი დისკრედიტაცია ან დაშინება მოახდინონ. თუ წაშლაზე ეჭვი გააჩნიათ, შეუძლიათ, თავისუფლად დანიშნონ ექსპერტიზა, მაგრამ ექსპერტიზას ვერ ნიშნავენ, მაგის უფლება არ გააჩნიათ. კლონირება რომ დაიწყო, ჩაირთო ჩემს თვალწინ, მაგრამ როდის დამთავრდა, არ ვიცი, არაფერი დაულუქავთ. რომ მივედი დამხვდა ჩართული, ეს გადმოვწერეთო“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ გაყალბებსთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აღიძრას საქმე.
„ვინ გააყალბა, მაგას ეძებენ, რა თქმა უნდა, მოხდება ჩემს წინააღმდეგ. ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი გადამოწმებას, მე ჯერ გავასაჯაროვე, არ მიმიტანია გამოძიებასთან. მე გადავამოწმე იმ ადამიანთან, რომელმაც თქვა – მე პასუხისმგებელი ვარ, რომ ეს ნამდვილია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი