უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2017 12:15
font-size

მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი - გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არის ავანტურისტი, რომლის ადგილი ციხეშია.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

„სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი. ამიტომ ის ფორმები და მეთოდები, რომელსაც ის ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია არეულობებისკენ. არც სამართლებრივი და არც მორალური ჩარჩოები მას პოლიტიკური საქმიანობის დროს არა აქვს.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენი, ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მისი ადგილი, ჩემი აზრით, არის ციხეში და არა პოლიტიკაში; აქეთ-იქით კი არ უნდა ხტუნაობდეს, ის უნდა იჯდეს, სადაც ეკუთვნის ადგილი, გამომდინარე დანაშაულებრივი სისტემის შექმნიდან, რომლის ავტორი იყო და ასობით, ათასობით ადამიანის წამების და სისხლის სანაცვლოდ.

დღეს არავინ ზის ციხეში ისეთი, ვინც სააკაშვილზე უფრო დამნაშავეა. თუ იქ ზის ადამიანი, თუნდაც ორი კაცის მკვლელობისთვის, სააკაშვილს უფრო მეტი ჰყავს მოკლული, მეტისთვის აქვს ქონება წართმეული... ვიღაც შეიძლება იჯდეს იმის გამო, რომ ვიღაც გაქურდა, მაგრამ სააკაშვილმა ასობით ათასობით ადამიანი გაქურდა. სააკაშვილზე უფრო დიდი კრიმინალი დღეს ქართულ საზოგადოებას არა ჰყავს“, -თქვა ფოფხაძემ.

ფოფხაძემ სააკაშვილი „ტროას ცხენს“ შეადარა, რომელიც უკრაინულმა ისტებლიშმენტმა შეცდომით შეიყვანა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, გუშინ 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი უკანონოდ გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება უკრაინის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი

“ლელოს“ გუნდს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა

11 აგვისტო, 2020 , 15:10

“ლელო“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას დამოუკიდებელი დეპუტატი - ლევან კობერიძე შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა ხაზარაძის თ

გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში - დავით ბაქრაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ნინო ბურჯანაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:20

„არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყ

საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე - გიორგი გახარია

10 აგვისტო, 2020 , 16:15

საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

10 აგვისტო, 2020 , 12:50

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი

გადავწყვიტე, „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში - ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო, 2020 , 10:37

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე