უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 ოქტომბერი, 2021 16:13
font-size

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ჯ. ოსტინის ვიზიტი საქართველოში, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ურყევი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან ვაფასებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ჯ. ოსტინის ვიზიტს საქართველოში (ისევე, როგორც უკრაინაში), რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ურყევი”!
რაც შეეხება საქართველოს, მე მჯერა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, შირაქის სამხედრო აეროპორტის აღორძინებას აქვს დიდი და პერსპექტიული პოტენციალი. შესაძლოა, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოს განლაგებულმა ბაზამ, სადაც სამი ათასამდე ამერიკელი სამხედროს განთავსება იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, აუცილებელია ანაკლიის პორტის (ლაზიკის) საკითხის გადახედვა. ამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებას ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დიდი ხელშეწყობა, თუმცა, 2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რათა ემსახუროს რუსეთის ინტერესებს რეგიონში.

ანაკლიის პორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების გასაძლიერებლად, ასევე მთელ რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით“, - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილმა ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი - ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი, 2021 , 15:05

ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტიო – აბსურდია, მახნოს და ბოლშევიკების დრო ხომ არ არის, ტროცკივით რომ გაიძახის გამომიხსენი ციხიდანო. სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ მართლა ჩალით დახურული ჰგონია ქვეყანა,

სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა – ადვოკატი

29 ნოემბერი, 2021 , 18:02

სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა, – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ გააკეთა. "დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა ეს

მიხეილ სააკაშვილი სულ მცირე ორშაბათამდე მკურნალობას არ შეწყვეტს - ადვოკატი

26 ნოემბერი, 2021 , 16:00

მიხეილ სააკაშვილი არ შეწყვეტს მკურნალობას სულ მცირე ორშაბათამდე. ხოლო ორშაბათს ვნახავთ, რა მოხდება და ბუნებრივია, მას პროტესტის უფლებას ვერავინ წაართმევს, - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. „ის გადაადგილდება, თუმც

იმის შიშით, რომ მერების არჩევნების დანიშვნა თავიდან არ მოუწიოთ, სასწრაფოდ ამტკიცებენ ბიუჯეტს - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2021 , 15:11

"იმის შიშით, რომ ბიუჯეტი არ ჩავარდეს და შემდგომ დღის წესრიგში არ დადგეს მერების არჩევნების თავიდან დანიშვნის საკითხი, ამის შიშით სასწრაფოდ ამტკიცებენ ბიუჯეტს იმ ქალაქებში, სადაც უმრავლესობა აქვთ დაკარგული. ეს არის პირდაპ

ქვეყნის სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება - ლევან დავითაშვილი

26 ნოემბერი, 2021 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ხორბლის მარაგი დადგენილი საერთაშორისო ნორმის ფარგლებშია. „სასურსათო მარაგებს სა

ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა – ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი, 2021 , 14:47

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია და ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, რომ მან უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა. „პაციენტი დღ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი