უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 აგვისტო, 2020 17:51
font-size

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი - რომან გოცირიძე

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში, როგორც არ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ და წუწუნებდეს,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„პარტიის აქტივთან და ამომრჩეველთან მისი ჩართვა სკაიპით ასჯერ მაინც გინახავთ. მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას გამოძებნის, რითაც რეალიზებული იქნება მისი გავლენა, ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს იქნება კონსულტაციები, ვირტუალური შეხვედრები ამომრჩეველთან. ოპოზიციის გამარჯვებაში მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, ვის ვინ მოსწონს და ვინ ვის ვერ იტანს, „ლეიბორისტული პარტიის“ გაერთიანებულ ფორმატში არავის განუცხადებია, რომ უმრავლესობას ივანიშვილს შეუქმნის“, – განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში.

„ძალიან სასაცილოა მიხეილ სააკაშვილზე საუბარი უკრაინის მოქალაქეობაზე რაღაც სამართლებრივი კირკიტით, ის არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური პარტიის მთავარი მოტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არსებული სასამართლოს პირობებში, არაფერს ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში, როგორც არ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ და წუწუნებდეს.

მისი განცხადება, რომ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრემიერად მოიაზრებოდა, არ არის დამალული. „ქართულ ოცნებაში“ თავს ირცხვენენ, ელჩს იბარებენ, საწყალ ელჩს საგარეო უწყება აატალახებინეს. მათ ელჩმა დასცინა – სააკაშვილი სულით ხორცამდე ქართველიაო. ანუ, იურიდიული ტერმინით არ თქვა, საქართველოს მოქალაქეაო, რადგან ჩამორთმეული აქვს. ელჩები საგარეო უწყებაში რამდენიც არ უნდა ატარონ, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში იქნება წინა ფლანგზე, როგორც თავად აცხადებს”, – ამბობს გოცირიძე.

ბოკუჩავა თურნავას: ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მოსახლეობა

რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს - გიორგი ვაშაძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის გ

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს. ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო

„ჩვენი საქართველო` ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს, პასუხს კიდევ ერთხელ სთხოვს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავათ, თურნავამ კომპანია „ელგ

კაპანაძე თურნავას: როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ის მონაცემი, რაც მოიყვანა მინისტრმა არის ტყუილ

სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

18 სექტემბერი, 2020 , 12:25

სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც არის ჩვენი მყარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზ