უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2020 15:25
font-size

მიხეილ სააკაშვილი ფართო მასშტაბის პოლიტიკოსია, რომლის ანალოგიური მონაცემებიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არავის აქვს - სალომე სამადაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ფართო მასშტაბის პოლიტიკოსია, რომლის ანალოგიური მონაცემებიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არავის აქვს, – ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პოტენციალს.

"მიხეილ სააკაშვილის უპირატესობა პრემიერ-მინისტრის რანგში სხვა კანდიდატებთან შედარებით, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, რეალურად, სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო იმ პოლიტიკური მუხტისა და გარემოს შექმნა,რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარება და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სახელმწიფოს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ზოგადად. ვფიქრობ, რომ მას აქვს პოლიტიკური პოტენციალი კიდევ ერთხელ უზრუნველყოს ქვეყანაში ის გარემო, რომელიც სჭირდება სწრაფი რეფორმების გატარებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ მას აქვს პოტენციალი ჩვენი ქვეყნით მსოფლიო დააინტერესოს, რის გარეშეც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არანაირი პერსპექტივა რომ არ აქვს ეს გასული 8 წლის მანძილზე ვნახეთ, როცა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანა პროვინციულ,მიკარგულ ადგილად გადაიქცა.

ჩვენ ვერ ვუკარნახებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რა განცხადებები გააკეთონ და რა პოზიციები დაიჭირონ. ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წინაშე დავაფიქსიროთ მხოლოდ ჩვენი პოზიცია -ჩვენი კარი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის ღიაა, ვისაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება სურს. დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა რომ, ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, ვისაც ქვეყანაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები სურს, მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს, მიუხედავად ამისა წარმატებას ვუსურვებთ იმ ოპოზიციური პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის დამარცხება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებშია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს „ლელომ“ მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ