უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 დეკემბერი, 2016 13:55
font-size

მიხეილ სააკაშვილი მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას უთხრის ძირს- ოთარ კახიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ოთარ კახიძეს განცხადებით, პარტიის შიგნით ახალაიებისა და ბაქრაძე- ბოკერიას ფლანგს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფსონი ახალაიების ჯგუფზე გააკეთა.

როგორც კახიძემ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, ახალაიების ჯგუფი ელექტორალურად უპერსპექტივოა და სააკაშვილის ავტორიტეტს მის უსიტყვო მორჩილებასა და „უპირობო ლიდერად“ აღიარების ფონზე იყენებენ.

მედიანიუსი ოთარ კახიძეს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„1. პარტიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში ახალაიების ფლანგსა და ბაქრაძე-ბოკერიას ფლანგს შორის, სამწუხაროდ, მიშამ პირველ ჯგუფზე გააკეთა ფსონი. ეს ჯგუფი ელექტორალურად უპერსპექტივოა და უსიტყვო მორჩილებისა და მიშას “უპირობო ლიდერად” აღიარების ფონზე იყენებენ მის ავტორიტეტს, ხოლო მიშა, თავის მხრივ, მათ იყენებს “ყოფილ თანამებრძოლთა” პარტიიდან განკვეთის მიზნით.

2. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია და იგი არავის უჭირავს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არის ასეთი პრინციპული მიშასთვის ამ პოსტის “შენახვა”. განა მისი ლიდერობა ცარიელ სკამზეა მიბმული? როგორ შეიძლება პოსტიდან გადააყენო ის, ვისაც ეს პოსტი არ უკავია?

3. პარტიული დაპირისპირება მიშამ წამოიწყო პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურების ბოიკოტის იდეით, რასაც უჭერდა მხარს ახალაიების ფლანგი. შემდგომ ეს კიდევ უფრო გამწვავდა და უკვე მძიმე ფორმა მიიღო. არადა, მიშას მარტივად შეეძლო ეს დაპირისპირება დაესრულებინა, თუკი შეწყვეტდა ივანიშვილთან გარიგებაში თანამებრძოლების დადანაშაულებას და მათ მოხსენიებას “ყოფილ თანამებრძოლებად”, ახირებულ ბლანჟეიანებად და პეროიანებად. თავად შეეძლო დაესახელებინა თავმჯდომარის კანდიდატურა, რითაც გაიზრდებოდა ყრილობის პოლიტიკური ლეგიტიმაცია, იქნებოდნენ სხვა კანდიდატებიც, ჩატარდებოდა კენჭისყრა და პარტია გადადგამდა მორიგ ნაბიჯს წინ, დემოკრატიული განვითარებისკენ.

4. ელექტორალურად სააკაშვილი არის სერიოზული კაპიტალი, ვინაიდან მის სახელს უკავშირდება ქვეყნის წინსვლა, ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ტვირთიცაა, ვინაიდან მისი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც აქვს პასუხისმგებლობა. მისგან დისტანცირების თემა არავის წამოუწევია, გარდა ახალაიების ფლანგისა, რაც, სამწუხაროდ, შემდგომ თავადაც დაადასტურა და საკითხი ასე დასვა - თუკი ცარიელი სკამი ვინმემ დაიკავა, ეს ჩემგან დისტანცირებაა.

5. სააკაშვილის გაწევა არავის ამოცანა არ არის, ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგაც სააკაშვილი დარჩება პარტიის ლიდერად, ხოლო თავმჯდომარის აურჩევლად იგი მაინც ვერ იქნება ფორმალური თანამდებობის პირი და კვლავ ლიდერის სტატუსს უნდა დასჯერდეს.

6. სააკაშვილი ნამდვილად არის ემოციური მუხტის მატარებელი პოლიტიკოსი, ოღონდ უკრაინიდან შექმნილი მუხტი ვერ უქმნის ივანიშვილს პრობლემას. საქართველოში რომ იყოს, მას შეეძლებოდა სიტუაციის გამწვავება და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა, მაგრამ იგი უკრაინული ოპოზიციის ლიდერია და იქ გეგმავს პოლიტიკურ საქმიანობას, უბრალოდ, არც აქაურობა “ეთმობა” და თანამებრძოლებზე ეჭვიანობის ნიადაგზე მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას უთხრის ძირს.

7. და კიდევ ერთი საკითხი - ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ პარტიის ლიდერები არიან გაყიდულები და ეფესბეს აგენტები - არ არიან ამ პარტიის მხარდამჭერები. ან მაშინ გაყიდულების და აგენტების მხარდამჭერები ყოფილან. განსხვავებული პოზიცია და პოლიტიკური სტრატეგია ერთია, ცილისწამება და ასავალ-დასავალის მეთოდებით მოქმედება - მეორე“,- დაწერა კახიძემ.

მონიკა დავლიანიძე

შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კ

გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე