უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 ნოემბერი, 2021 16:00
font-size

მიხეილ სააკაშვილი სულ მცირე ორშაბათამდე მკურნალობას არ შეწყვეტს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი არ შეწყვეტს მკურნალობას სულ მცირე ორშაბათამდე. ხოლო ორშაბათს ვნახავთ, რა მოხდება და ბუნებრივია, მას პროტესტის უფლებას ვერავინ წაართმევს, - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

„ის გადაადგილდება, თუმცა ენერგია არ აქვს ყველაფრისთვის. უჭირს აქტიური მოძრაობა. ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის იმ დონის ცუდად ყოფნა ან იმ დონის პრობლემა, რომ ხელი შეეშალოს მას, ან ვერ შეძლოს სასამართლოს პროცესზე გამოცხადება და დასწრება. მას აქვს ძალიან დიდი სურვილი და შესაძლებლობა, დაესწროს სასამართლო პროცესს და წარდგეს ქართული საზოგადოების წინაშე. არა სამართლიანი სასამართლოს წინაშე, არამედ ქართული საზოგადოების წინაშე.

რაც შეეხება ულტიმატუმს, დღეს მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, რადგან ორშაბათს არის პროცესი, სადაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა, სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ, რათა მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუმალონ საქართველოს სასამართლო. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას სულ მცირე ორშაბათამდე. ხოლო ორშაბათს ვნახავთ, რა მოხდება და ბუნებრივია, მას პროტესტის უფლებას ვერავინ წაართმევს.

მინდა განვმარტო, 29 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ეს აქცია ბატონი პრეზიდენტის შეფასებითაც და ზოგადად, უნდა იყოს და არის მკაცრად საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარდება აუცილებლად და არ გაბედოს რომელიმე ჩინოვნიკმა, მოიყვანოს ეს აქცია, როგორც რაიმე ტიპის არგუმენტი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდეს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც ვიცი, აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას - კახა კალაძე

21 სექტემბერი, 2023 , 14:16

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, სანქციები, რომლებიც დაწესდა ოთარ ფარცხალაძის მიმართ, არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას. კითხვაზე, როგორ შეაფასებთ თურნავას გადაწყვეტილებას მას

ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია - გია ხუხაშვილი

21 სექტემბერი, 2023 , 13:48

როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან  ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის, -

ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი - ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი, 2023 , 17:08

აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, - განაცხადა “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მას ოთარ ფარცხალაძეზე კითხვა

ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2023 , 14:23

პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასან

სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი- მიხეილ სააკაშვილი

18 სექტემბერი, 2023 , 17:18

ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, - ამის შესახებ ყოფილი

სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური - ლევან ხაბეიშვილი

18 სექტემბერი, 2023 , 16:43

რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის და სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტურია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლ