მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის პოლონეთში გაძევებას გაასაჩივრებენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გეგმავენ, გაასაჩივრონ მისი დეპორტაცია პოლონეთში კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში. სარჩელი იქნება შეტანილი უკრაინის სახელწმიფო საიმიგრაციო სამსახურის, სახელწმიფო სასაზღვრო სამსახურისა და უკრაინის შსს-ის წინააღმდეგ.
როგორც სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა, სააკაშვილი და მისი უფლებადამცველები მოითხოვენ სასამართლოსგან, უკანონოდ მიიჩნიოს სააკაშვილის მიმართ 12 თებერვალს განხორციელებული ქმედებები. ასევე ოდესის ექს-გუბერნატორი მოითხოვს, სასამართლომ დაავალდებულოს უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები, გააუქმონ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პოლიტიკოსი უკრაინიდან გააძევეს.
გუშინ სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

