კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომ ელჩებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დააშანტაჟეს, არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება.
„ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მე დავაორგანიზე და რამდენიმე ადამიანთან ერთად თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი.
პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში, საჯაროდ, ინტერვიუს დროს. მთლიანად შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი დადებითი ემოციითა და პოზიტიური შეფასებით. ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ესაა“, - თქვა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა, რომ „ამასწინათ, რომ იყვნენ მასთან ელჩები, დასავლეთის ქვეყნების, მათ უთხრეს, რომ თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი, პრაქტიკულად დააშანტაჟეს და დაემუქრნენ“.
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


