უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივლისი, 2020 15:20
font-size

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.

უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

„აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაპირდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და ის არის სრულად არალეგიტიმური. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი და ის იქნება ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გამარჯვებული.

„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება . „ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ

პატრიარქის ცრემლები – აგვისტოს ომის უმძიმესი კადრები

8 აგვისტო, 2020 , 14:55

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს. „2008 წლის, აგვისტოს უმძიმესი დღეები. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, ჩვენი ქვეყნის გმირ შვილებს. ღმერთმა გადაარჩინოს და

“ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდზე, მოლოდინებზე, კამპანიაზე, პრიორიტეტებზე” - ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა ი

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია - სალომე ზურაბიშვილი

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის, – ამის შესახე

მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება

7 აგვისტო, 2020 , 15:55

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება. საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთა

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

7 აგვისტო, 2020 , 15:15

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე