უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 თებერვალი, 2018 12:25
font-size

მიხეილ სააკაშვილის ღამის საათებში შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა

დღეს ღამით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ექს-გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ღამის შინაპატიმრობისა და კიევიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვების ვადა ამოეწურა. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილისთვის ეჭვმიტანილად ცნობის ოქმის ჩაბარების მცდელობა პროკურატურის მიერ თარიღდება 5 დეკემბრით. ასეთ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების ათვლა უნდა იწყებოდეს 5 დეკემბრიდან, ბრალდების წაყენებისა და გამოქვეყნების მომენტიდან. უფრო ზუსტად, მას ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ფოსტით 6 დეკემბერს გაუგზავნეს. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღკვეთის ზომის ვადა იწურება 6 თებერვლის ღამით, რაც ნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

მისივე თქმით, თუკი გენერალური პროკურატრურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების გახანგძლივებას მოინდომებს, მან სასამართლოს უნდა მიმართოს დასაბუთებული მიზეზებით.

გენერალურ პროკურატურას შინაპატიმრობის გახანგძლივების მოთხოვნა არ დაუყენებია. ჩერნოლუცკის ვარაუდით, უკრაინული მხარე სააკაშვილის ექსტრადირებისთვის ემზადება.

კიევის სააპელაციო სასამართლომ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს ღამის საათებში შინაპატიმრობა 26 იანვარს შეუფარდა.

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი