უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 ნოემბერი, 2018 13:05
font-size

მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის.

არჩილ თალაკვაძე ვადამდელი არჩევნების თაობაზე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გლობალური დაუმორჩილებლობა სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდა გამოცხადებული და ამ პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სააკაშვილს არჩევნებში დამარცხების შემდეგ მხარდამჭერებისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა.

„რისი თქმაც სააკაშვილმა შეძლო, ის არის, რომ მათ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების სწრაფი რეაქცია ნახეთ, რომელთაც მაშინვე უპასუხეს, რომ ეს მთელი პარტიის პოზიცია არ არის. არ ვიცი, სააკაშვილსა და ვაშაძეებს შორის რა კონსულტაციები შედგა, მაგრამ როგორც ჩანს, ვაშაძეებმა თავიანთი პირველი მოსაზრება ვერ დაიცვეს, შესაძლოა, მათ მოსაზრება მომავალშიც შეიცვალონ”, – განაცხადა დეპუტატმა.

თალაკვაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმ ადამიანების პრეზიდენტია, ვინც აირჩია და ვინც შესაძლოა, მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

„საქართველოსა და ყველა მოქალაქეს არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, ამას სააკაშვილი დაემორჩილება თუ არა, არაფერს არ ცვლის. ოპოზიციამ დამარცხება უნდა აღიაროს, როგორც ნახეთ, ლიდერებს ძალიან გაუჭირდათ, რომ დამარცხება აღიარონ. ეს უბრალო დამარცხება არ არის, არჩევნები დიდი უპირატესობით მოვიგეთ და დამაჯერებლად წააგეს. არ შეიძლება საუბარი მცირე განსხვავებაზე იყოს, როცა არჩევნებს 20 პროცენტით აგებ, ეს ნიშნავს, რომ წააგე და საზოგადოების არჩევანი უნდა აღიარო. მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი