უკან
კომენტარი
30 ოქტომბერი, 2017 16:45
მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინული მხარის გადასაწყვეტია - ალექსანდრე ბარამიძე
უკრაინული მხარის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას.
მისივე თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში და პროცესები უკრაინულ მხარესთან წლებია, მიმდინარეობს.
"რაც შეეხება დამატებითი მოთხოვნების გადაგზავნას, ეს პროცედურები მიმდინარეობს, მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ შეფასებისგან თავს შევიკავებ. უკრაინული მხარის გადასაწყვეტია, რა გადაწვეტილებებს მიიღებენ ისინი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით", - განაცხადა ბარამიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი