უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2021 20:50
font-size

მიხეილ სააკაშვილის საქმე და პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა - ანდრიუს კუბილიუსი

"მიხეილ სააკაშვილის საქმე და პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, თბილისს ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა" - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ამჟამად ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე ისაუბრა.

კუბილიუსის თქმით, ქართველი ხალხი ევროკავშირთან ინტეგრაციის ძლიერ სურვილს ამჟღავნებს და მთავრობა ვალდებულია, ამ მიმართულებით იმუშაოს.

"სასამართლოს პოლიტიზება ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. ამას ემატება სააკაშვილის საკითხი. ეს ვითარება სააკაშვილთან დაკავშირებით - ჩვენ ჩვენს პირველ განცხადებაში აღვნიშნეთ, რომ გაოგნებულები ვიყავით პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამან აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში მე მქონდა საუბარი ორივე მხარესთან, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ისინი ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ისტორიის მათ ნაწილს. როდესაც მე ვესაუბრე მმართველ პარტიას, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ სხვადასხვა ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს.

უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ძალიან ხშირია, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლიანობის დასამკვიდრებლად, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად.მე არ ვიტყვი რა მიმართულებით უნდა შეამციროს საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველი პარტიის "ლიდერშიფმა" პოლარიზაციის დონე, მაგრამ თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ვითარებიდან გამოსვლას, მაშინ ბრიუსელში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება შეიქმნება საქართველოზე და ეს დააზიაებს არა მარტო საქართველოს, არამედ ინტეგრაციის მთელ პროცესს“,- თქვა კუბილიუსმა.

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა

3 დეკემბერი, 2021 , 13:54

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა. სამოქმედო გეგმა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე წარადგინა. „მიზა

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 , 13:37

თბილისის საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის

მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 , 13:18

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 27 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ წარმომადგენლო

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა

3 დეკემბერი, 2021 , 13:08

თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა. თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს წევრებს სიტყვი

ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი - შალვა პაპუაშვილი

2 დეკემბერი, 2021 , 17:24

ოპოზიციას სურს, გვაიძულოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც არის ფუჭი მოლოდინი, რადგან თუ მათ ჰგონიათ, რომ პარლამენტის შემადგენლობის 3/5 რაღაცის მიღებაში უნდა აიძულონ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომი

საქართველომ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადაცსა

2 დეკემბერი, 2021 , 16:47

2021 წლის 2 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რიგით 38-ე სხდომა გაიმართა. სუამ-ის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი