მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს - პეტრო პოროშენკო
„სიტუაცია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არ იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ლიტველ კოლეგასთან, დალია გრიბაუსკაიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუკი ვაფასებთ სიტუაციას სააკაშვილის ირგვლივ, ის არ იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, იმიტომ რომ არის კონკრეტული დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინეს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ გამოძიების გამჭვირვალობა, სრული ღიაობა, სამართალდამცავი ორგანოების მიუკერძოებლობა, გამჭვირვალე მიუკერძოებელი ეფექტური სასამართლო. ეს ისაა, რომლის გარანტია უნდა მივცეთ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, -აღნიშნა პოროშენკომ.
მისი თქმით, ყველა დამნაშავეს ჩადენილისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, თუმცა ეს არ უნდა ეხებოდეს პირის პოლიტიკურ საქმიანობას.
პოროშენკომ არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის საქმეზე გამომძიებლებმა შეიძლება მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მათ დამატებითი ექსპერტიზა ჩაატარონ.
გრიბაუსკაიტემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდა საკითხია, რომელშიც ლიტვა არ ერევა.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ის ჩასვეს მანქანაში, თუმცა მისმა მომხრეებმა გზა გადაკეტეს, შემდგომ მანქანის ფანჯრები და კარები შეამტვრიეს და ოდესის ექს-გუბერნატორი გამოიყვანეს. იმავე დღეს მან უმაღლეს რადასთან მიტინგი ჩაატარა. უახლოესი საპროტესტო აქცია 10 დეკემბერსაა დანიშნული.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ 3 მუხლით გამოძიება დაიწყო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

