მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიევში 11 იანვრისთვის გადაიდო
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის აღკვეთი ღონისძიების შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრისთვის გადადო.
მოსამართლის განმარტებით, მან უნდა მოუსმინოს ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველი ინსტანციის სასამართლოში სააკაშვილს თავდებში ჩაუდგა. პროცესს ამ პირებიდან მხოლოდ სახალხო დეპუტატი იური დერევიანკო ესწრებოდა.
თავის მხრივ პროკურორმა მოსამართლეს სასამართლოს გადადება სთხოვა ზემოაღნიშნული მიზეზის გამო. მისი თქმით, თავდებში მდგომმა პირებმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
აღნიშნული განხილვა ეხება კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც უარი თქვა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდებაზე.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

