უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2017 14:55
font-size

მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ შერემეტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა მოსტიის რაიონულ სასამართლოში 18 სექტემბერს, 15 საათზე გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული „24-ე არხი“ იუწყება.

სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს.

შეგახსენებთ, დღეს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ეხება უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა ჟურნალისტების თანდასწრებით საჯაროდ წაუკითხეს სააკაშვილს დოკუმენტის შინაარსი.

სააკაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი უკანონო უწოდა. მისი მტკიცებით, ოქმი უნდა გადაცემულიყო საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში.

10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

7 აგვისტო, 2020 , 15:15

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუ

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - გიორგი გახარია

7 აგვისტო, 2020 , 12:45

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7 აგვისტო, 2020 , 12:45

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში, საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციის მიერ

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - აშშ - ს საელჩო

7 აგვისტო, 2020 , 12:20

თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

6 აგვისტო, 2020 , 12:25

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა ა

“ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკა უნდა დასრულდეს - გრიგოლ გეგელია

6 აგვისტო, 2020 , 11:50

“ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით შეიტანა შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც რისკის ქვეშ აყენებს აშშ-ს მიერ საქართ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე