საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი დაქორწინდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი - ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა.
ვაჟის ქორწილისა და რძლის ოჯახის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
"გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუდენტურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი. მე ვახსენე, რომ კარგი გოგოა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშველობა არ აქვს. რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯა-ხია და მეგობრული ხალხია", - განაცხადა სააკაშვილმა.
2017 წელს ედუარდ სააკაშვილმა სვართმორის კოლეჯი დაამთავრა. ის პროფესიით ჟურნალისტია და ამერიკის ერთ-ერთ რადიოსადგურში მუშაობს.
ედუარდ სააკაშვილი ამჟამად ფილადელფიაში ცხოვრობს.