უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 სექტემბერი, 2017 17:25
font-size

მიხეილ სააკაშვილისთვის პასპორტი არ ჩამოგვირთმევია - უკრაინული პოლიცია

ლვოვის საოლქო პოლიციაში უარყვეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ავტობუსიდან მიხეილ სააკაშვილის პასპორტი მოპარეს.

„პოლიციელების მიერ პასპორტის ჩამორთმევის შესახებ გაჟღერებული განცხადება ეწინააღმდეგება იმ გარემოებებს, რაც მოხდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ შეგინში უკრაინის საზღვარზე რამდენიმე პირის უკანონოდ გადაყვანისას. კერძოდ, გუშინ, მასობრივი ღონისძიებების დროს გამშვებ პუნქტ შეგინში პოლიციელები იცავდნენ საჯარო უსაფრთხოებასა და საყოველთაო წესრიგს. ამავე დროს პოლიციას არ ჩამოურთმევია იმ პირის პასპორტი, რომელიც ამის შესახებ განაცხადა“, - წერია ლვოვის საოლქო პოლიციის განცხადებაში.

დღეს ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინელმა პოლიციელებმა მას პასპორტი მოპარეს.

„როცა ხალხმა, ჩემ დაუკითხავად, შემიყვანა უკრაინაში, პასპორტი ავტობუსში დამრჩა. მოვიდა პოლიცია, გაჩხრიკეს ავტობუსი და ჩემი პასპორტი მომპარეს. ახლა პასპორტი მათთანაა“, - თქვა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, გუშინ 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „შეგინი“ გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი

სომხეთი: კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა, 13 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 392-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა, 188 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 720 547-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

რუსეთი: კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა და 174 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 13:20

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 713 936-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

სომხეთი: კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 12:15

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერ

სომხეთი: კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა, 14 გარდაცვლილი პაციენტი

9 ივლისი, 2020 , 12:30

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 346-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა, 176 გარდაცვლილი პაციენტი

9 ივლისი, 2020 , 12:30

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 707 301 -მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 176 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე