უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:33სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილმა მძევლად აქცია არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ სხვა პარტიებიც - ეკა ბესელია
მიხეილ სააკაშვილმა მძევლად აქცია არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ სხვა პარტიებიც, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ გაერთიანების წევრებს და პრაქტიკულად, ამ მძევლის როლიდან გველაპარაკებიან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ღიად თქვა, რომ მას არ უნდა სააკაშვილის მმართველობაში დაბრუნება.
რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 2 დეკემბერს დაანონსებულ აქციას, ბესელიას თქმით, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების პრობლემა ქვეყანაში არ არის.
„კანონის ფარგლებში არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ ის ზრახვა, რაც ამ განცხადების მიღმა ჩანს, ის, რომ არეულობის ფონი შექმნან და ამ გზით მიაღწიონ საწადელს, არის აბსოლუტურად გამორიცხული და დაუშვებელი. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ღიად თქვა, რომ მას არ უნდა სააკაშვილის მმართველობაში დაბრუნება“, - განაცხადა ბესელიამ.