უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 იანვარი, 2023 13:43
font-size

მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ასევე, კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც იყო დემენცია - ბრიტანელი ექსპერტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა იკითხება. მან მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის ნოემბერში გასინჯა.

კატონა ეთანხმება "ემპათიის" დასკვნას და იზიარებს მოსაზრებას, რომ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს შეეძლოთ ხელი შეუწყოთ პაციენტის კოგნიტური სირთულეების განვითარებისთვის.

"გასინჯვის შედეგად აღმოვაჩინე, რომ მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ასევე, კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც იყო [დაუზუსტებელი] დემენცია", - თქვა კატონამ.

კორნელიუს კატონა დასკვნაში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ნეირო-კოგნიტური აშლილობა. ადვოკატებმა მას კითხეს, რა შეიძლება ყოფილიყო ამის გამომწვევი მიზეზი, რაზეც ექსპერტი პასუხობს:

"მე განვსაზღვრე რამდენიმე შესაძლო მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივეყვანეთ ნეირო ან ნეირო-კოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და სწრაფი "რეფიდინგი", ნაწილობრივი ასფიქსია, ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე, მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეპალოფათიის გამო, ასევე, მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა და ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები - მძიმე მეტალები".

ექსპერტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული მკურნალობა ადეკვატური არ იყო.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი