უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
სამართალი
7 ივლისი, 2017 13:55
მიხეილ თათარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა
ნარკოდანაშაულის საქმეზე ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაო გაუუქმდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ 27 ივნისს გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი, თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბუტექსი ჩაუდეს.
ნინო ექვთიმიშვილი