მიხეილ სააკაშვილი: დღემდე საქართველოში ყველაფერი ერთი ქუჩიდან იმართებოდა
02.05.2012 19:40
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში აღარ განმეორდება ის პრაქტიკა, როცა ყველაფერი ერთი ქუჩიდან იმართებოდა.
აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა დღეს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის განახლებულ თეატრში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, იმპერატორის წარგზავნილ ემისრებს არაფერი გამოუვათ, რადგან დღემდე საქართველოში ყველაფერი ერთი ქუჩიდან იმართებოდა, ახლა კი მთელი საქართველოდან.
„მთელი საქართველოს კონტროლი გაცლებით რთულია ვიდრე ერთი ქუჩიდან ქვეყნის მართვის ხელში ჩაგდება. როგორც არ უნდა იხტუნაონ, 26 მაისს ქუთაისში ჩატარდება პარლამენტის პირველი სესია და მიმდინარე წლის ოქტომბერში პარლამენტი სამუდამოდ დაიმკვიდრებს თავის ადგილს ამ ქალაქში. იმპერატორის მიერ მართული ემისრების ყველა სახელმწიფო დაწესებულება, თბილისის ერთ ქუჩაზე იყო. 90-იან წლებში ქართველმა ხალხმა ისინი, თითქოს გააგდო, მაგრამ ისევ ჩამოვიდნენ და ძველებურად განაგრძობენ ხალხის ძარცვას. საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისტერიულად, გააფთრებით ეწინააღმდეგებიან პარლამენტის ქუთაისში გადატანას. ეს ხალხი პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს. მთელი მათი საქმიანობაც კი, მტრის დროშების ფერებშია გადაწყვეტილი ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



















