მიხეილ სააკაშვილი : შევარდნაძე, რომელმაც აურაცხელი ვალი დაგვიტოვა, თავის ბუნაგიდან ჭკუას გვარიგებს
02.05.2012 19:16
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ქვეყანას იმდენი ვალი დაუტოვა, საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში ჯერ კიდევ უჩივიან.
როგორც დღეს ქუთაისობაზე, ქუთაისის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად ახალი მთავრობის მცდელობისა, ქვეყანა ძველი მთავრობის და მათი ნათესავების მიერ დატოვებული ვალებიდან ამდრომდე ვერ ამოვიდა.
„ შევარდნაძე კი დღემდე თავის ბუნაგიდან ჭკუას გვარიგებს. ჩვენ, არა თუ მის მიერ დაწყებული ნგრევა შევაჩერეთ, აღმშენებლობაც დავიწყეთ. საქართველოს ისტორიაში, დავით აღმაშენებლის და თამარის გარდა, არასდროს, ერთდროულად ამდენი რამ აშენებულა, რამდენიც ახლა. სწორედ ამან გააგიჟა ისიც და სხვა დანარჩენი საქართველოს არაკეთილმოსურნეები“,_განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად აღმშენებლობისა, დღეს საქართელოს დღეს ბევრად ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე შევარდნაძის დროს.
„ჩვენ იმდენი დოვლათი შევქმენით კიდევ უფრო ნაკლები ვალი გვექნება მომავალში. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ჯიბეების გამდიდრების ნაცვლად, ქვეყნის გამდიდრებაზე ვზრუნავთ“,–განაცხადა პრეზიდენტმა


















