უკან

საზოგადოება

25 იანვარი, 2024 18:04
font-size

ოთარ შამუგია ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებაზე.

აღინიშნა, რომ გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოს ჰქონდა ხელშესახები პროგრესი, რაც სათანადოდ შეფასდა ევროკავშირის მხრიდან.

„ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად. სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიზანშეწონილია, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, დარგობრივმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილონ ევროკავშირის მოლოდინები და გასატარებელი საჭირო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს რეკომენდაციების ეფექტიანი აღსრულების პროცესს.

„ოთარ შამუგიამ ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ - ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობასა და სტანდარტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში; ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, გასულ წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ახალი კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“.

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ წყლის ხარისხი და წყლის რესურსების თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ქვეყანა, ეტაპობრივად, გადადის წყლის რესურსების მართვის ახალ სისტემაზე - მდინარეთა სააუზო მართვაზე, რითაც გაუმჯობესდება ხარისხიან წყალზე ხელმისაწვდომობა და წყლის რესურსების დაცვა.

ბიომრავალფეროვნების დაცვა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურება საქართველოსთვის, ისევე როგორც თითქმის მთელი მსოფლიოსთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებებით საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა ევროპულ მიდგომებზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. ამასთან, სამინისტრო მუშაობს თევზჭერის მდგრადი განვითარების ეროვნული კონცეფციის მომზადებაზე, რომელიც განსაზღვრავს თევზის რესურსების დაცვისა და მდგრადი თევზჭერის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა მიმართულებას.

ევროკომისარმა გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ტემპი, რაც საქართველოს აღებული აქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკომისარმა სრული მხარდაჭერა გამოხატა სამომავლო სექტორული რეფორმების პროცესის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი