უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორია გახსნა 21.04.2012 19:04

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორია გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ლაბორატორია უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი და რეგიონის მასშტაბით ერთადერთი და უნიკალურია. აქ უახლესი ევროპული და ამერიკული მეთოდების გამოყენებით სამშენებლო მასალების ტესტირებაა შესაძლებელი. ლაბორატორიაში პრაქტიკული სამუშაოები, ცდები და სამეცნიერო კვლევები განხორციელდება.

ცენტრი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით არის დაკომპლექტებული.