უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 სექტემბერი, 2017 14:25
font-size

მიხიელ სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტად ჩამოყალიბდა - დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად ჩამოყალიბდა.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავანტიურიზმს არ აქვს საზღვრები.

„არსებობენ სოფლის დონის ავანტიურისტები, რეგიონის დონის, ქალაქის დონის. მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს- საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება. ამის გამო ის მზად აღმოჩნდა საქართველო მიეყვანა უფსკრულის პირას, შემდგომ ის უკრაინაში გადავიდა და ახლა როგორც მის ქმედებებს ეტყობა, მზადაა უფსკრულის პირას მიიყვანოს ეს ქვეყანაც საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მე არ გამიკვირდება თუ მისი შემდგომი გაჩერება იქნება სადმე აფრიკაში და იქაც ასეთივე დამაჯერებლობით ისაუბრებს, თუ როგორ უყვარს აფრიკელი ხალხი, რადგან თავად არის დმანისელი მზიას და ზეზვას შთამომავალი, ისინი კი აფრიკიდან ჩამოვიდნენ აქ. აი ასეთი უკიდეგანო ავანტიურიზმით არის იგი მზად გამოუცხადოს ერთგულება თან ქართველ ხალხს და თან უკრაინელ ხალხს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილს ყველამ თავი უნდა დაანებოს, რადგან „ვიდრე მასზე ვსაუბრობთ, სიუჟეტებს ვამზადებთ, კომენტარებს ვაკეთებთ, ეს სწორედ მის ავანტიურიზმს კვებავს და ახალ-ახალ სიურპრიზებს მოამზადებს“.

მონიკა დავლიანიძე

აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი

5 დეკემბერი, 2019 , 15:40

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. როგორც რუდმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპო

„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი - დავით ჭიჭინაძე

4 დეკემბერი, 2019 , 17:35

„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი და მე მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები ქვეყანაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე პარტიის ბედზე, - ამის შეს

კახი კალაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე: გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ

4 დეკემბერი, 2019 , 15:15

თბილისის მერი კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა და ხუმრობით განაცხადა, რომ ბურჯანაძე, რომელიც იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში შედის, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მომხრე პოლიტიკოსები არიან, მოსკოვში

ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში - დენიელ ტვაინინგი

4 დეკემბერი, 2019 , 14:31

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას IRI-ის პრეზიდენტი "ამერიკის ხმასთან" გამოეხმაურა. დენიელ ტვაინინგის თქმით, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებ

`ეს არ არის თქვენი საქმე` - პრეზიდენტის პასუხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე

4 დეკემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დაპირისპირებებზე "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს. სალომე ზურაბიშვილმა არც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა. "ეს არ არის თქვენი

პოლიტიკა კომპრომისზე წასვლაა და არა სპეცრაზმის უკან ამოდგომა — თამარ ჩუგოშვილი

2 დეკემბერი, 2019 , 17:49

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან და დაძაბულობიდან გამოსავალი კომპორმისზე წასვლაა. ხელისუფლების მიზანი სიტუაციის განმუხტვა რომ ყოფილიყო, დიალოგზე წავიდოდა, - ამის შესახებ &bd

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`