უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ნოემბერი, 2020 16:31
font-size

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელიც შეისწავლის დაკავებულის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ., რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის საქმე - სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა

15 მაისი, 2021 , 13:57

პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელად, ძალაში დატოვა. "თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლი

იმის თქმა გინდათ, რომ მელაშვილი ქართული მხარის ინტერესებს იცავდა? - როგორ მისცა პროკურატურის მოწმემ ჩვენებები მისი ვერსიის წინააღმდეგ

14 მაისი, 2021 , 22:54

"კარტოგრაფების საქმის" სასამართლო განხილვა გრძელდება. დღეს "კარტოგრაფების საქმის" კიდევ ერთი მოწმე, 2005 წელს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ გუმბარიძე დაიკითხა. როგორც მან თქვა, ის საზღვრის დადგენის შინაარსობრივ ნა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

14 მაისი, 2021 , 12:11

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1864 კოლოფი უაქციზო ს

აშშ-ის მოქალაქის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

14 მაისი, 2021 , 11:31

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული სამი პირ

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

14 მაისი, 2021 , 10:17

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

14 მაისი, 2021 , 09:50

თბილისში, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დაკავებული პირი ნარკოტიკულ საშუალება „