უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 ივლისი, 2018 17:15
font-size

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის საქმიანობის ზედამხედველობის, რეგულირების და აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესები დამტკიცდა

2017 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის მიმართულებით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება გაფართოვდა.

შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და დაამტკიცა"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი" და "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესი" . დოკუმენტების დამტკიცებამდე ეროვნული ბანკმა აქტიური კონსულტაციები გაიარა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან. პროექტი ასევე გამოქვეყნებული იყო ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ფართო საზოგადოების მიერ მათი გაცნობის, კომენტარებისა და რეკომენდაციების მოწოდების შესაძლებლობის მიზნით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განხილვებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა და მის საბოლოო ვარიანტში ასახულია ყველა ის საგულისხმო და მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა როგორც უშუალოდ ბაზრის წარმომადგენელთა, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთა მხრიდან.

დამტკიცებული წესების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დადგინდა ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, მათ შორის კაპიტალის, ლიკვიდობის, ინვესტიციების და სხვა კოეფიციენტები და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების წესი. ასევე, განისაზღვრა აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების მეთოდი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით განახორციელონ. რაც შეეხება ამ წესების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დამატებითი ვადები მიეცათ.

გაფართოებული ზედამხედველობის უფლებამოსილების ფარგლებში, 2018 წლის გაზაფხულზე, ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ანგარიშგების შედგენის და გამოქვეყნების ახალი სტანდარტები დაუწესა. გარდა ამისა, უკვე დამტკიცებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ლიკვიდაციის ახალი წესები.

http://www.legal.nbg.gov.ge/ka/document/view/1192
http://www.legal.nbg.gov.ge/ka/document/view/1188

„ისრაელის სახლმა“ ისრაელელ არქიტექტორებსა და ინჟინრებს უმასპინძლა

18 სექტემბერი, 2018 , 13:00

„ისრაელის სახლსა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას დღეს ისრაელელი არქიტექტორები და ინჟინრები სტუმრობდნენ. ისრაელელ სპეციალისტთა 30-კაციანი ჯგუფი საქართველოში მეორე დღეა იმყოფება და ქვეყანას ეცნობა. &bdqu

საქართველოში „ვინდჰამის“ პრემიუმ ბრენდი „ვინდჰამ გრანდი“ შემოვიდა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „რიქსოსის“ უნიკალური არქიტექტურის სასტუმროს მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ობიექტში განხორციელდა 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია. შენობა მდებარეობს მუზეუმების ქუ

გიორგი ქობულიამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორთან საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა განიხილა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი ხელმძღვანელობს.  შეხ

ფულადი გზავნილები აგვისტოში

17 სექტემბერი, 2018 , 17:30

2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. უ

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2018 , 09:00

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

15 სექტემბერი, 2018 , 11:05

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`