პოლიტიკა


მიმაჩნია, რომ უმრავლესობა უნდა დავტოვო - დავით ჭიჭინაძე
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ ის უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე არ დაუშვეს.
ჭიჭინაძემ პირველ არხს უთხრა, რომ უმრავლესობის სხდომაზე პარტიის ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მივიდა.
ჭიჭინაძე ამბობს, რომ ივანიშვილთან პარტიაში მის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ორ-სამწუთიანი საუბარი ჰქონდა, რის შემდეგაც სხდომა დატოვა.
„უმრავლესობის სხდომაზე მივედი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. გუშინ მივედი არა სხდომაზე დასასწრებად, არამედ ბიძინა ივანიშვილთან იმ თემებზე სასაუბროდ, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა. პირადად ბიძინა ივანიშვილს ორი-სამი წუთი ვესაუბრე, ჩვენი ურთიერთობა გავარკვიეთ. კერძოდ, პარტიაში ჩემს აღდგენა-არაღდგენის საკითხზე ვისაუბრეთ და ეს თემა დახურულია“, – თქვა ჭიჭინაძემ.
დეპუტატის თქმით, ის უმრავლესობას ტოვებს. ამის მიზეზად ჭიჭინაძემ ის ფაქტი დაასახელა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელა.
„ეს არასწორი გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. ადამიანი, რომელიც საკითხს პრინციპულად არ ეთანხმება, უმრავლესობა უნდა დატოვოს. მიმაჩნია, რომ უმრავლესობა უნდა დავტოვო, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. არ არის საჭირო, ერთი ადამიანის აზრი მთელ უმრავლესობას მოახვიო“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე არ დაუშვეს და მას სხდომა დაატოვებინეს.
საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა
7 დეკემბერი, 2019 , 15:45

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06