უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 ივნისი, 2020 16:40
font-size

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველი ტურიზმის შემოსავლების დანაკლისია, რამაც გავლენა იქონია გაცვლით კურსზე და შესაბამისად აისახა, როგორც იმპორტირებულ ინფლაციაზე, ასევე კომპანიების სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო, ნაწილობრივ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციაზე.

„ვირუსის გავრცელება და მისი შემაკავებელი ღონისძიებები ბიზნესხარჯებს ზრდის. გაზრდილია ტრანსპორტირების ხარჯები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე იმპორტისთვისაც. კომპანიებს სჭირდებათ დამატებითი მუშახელის დაქირავება, ასევე სოციალური დისტანცირების პრინციპების დაცვის გამო მცირდება რეალიზაცია. დამატებით აუცილებელია დასაქმებულთა უზრუნველყოფა პერსონალური დაცვის ინსტრუმენტებით, ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია ფასებზეც ისახება. ამავე დროს, მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია. საქმე გვაქვს მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნის უპრეცედენტო შემცირებასთან, რის გამოც მცირდება ფასები მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ამის შედეგები საქართველოშიც ჩანს და მომავალში უფრო მეტად გამოჩნდება.

„ამის კარგი მაგალითია საწვავზე მნიშვნელოვნად შემცირებული ფასები. პანდემიის ფონზე, ზემოაღნიშნული ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები უახლოეს თვეებში, ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება, წლის განმავლობაში ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის. მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით, ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ იკვეთება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და აპრილის ბოლოს პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. შემცირების მიუხედავად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს,

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს, ფინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე