უკან

საზოგადოება

3 თებერვალი, 2018 16:36
font-size

მიმდინარე წელს აუდიტის სამსახური 102 ორგანიზაციის შემოწმებას გეგმავს

საქართველოს მთავარი აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, აუდიტის სამსახური 102 ორგანიზაციის შემოწმებას აპირებს. მექვაბიშვილმა აღნიშნა, რომ ფინანსურ დასკვნებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმდინარე ექვსი თვის განმავლობაში შეიმუშავებს, აქცენტი კი 2017 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებზე გაკეთდება.

„დაგეგმილია 102 აუდიტორული შემოწმება. აქედან გამოვყოფ იმას, რომ ფინანსური აუდიტის ნაწილში გვაქვს 25 აუდიტის დასკვნა, რომლის შედეგად ჩვენ შევძლებთ ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 5%-ით გავზარდოთ, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 86%- ს მოვიცავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

გვაქვს სიახლე შესაბამისობის კუთხით დაგეგმილი. მთლიანად საჯარო სექტორში შევისწავლით შესყიდვების საკითხს ე.წ. ჰორიზონტალური აუდიტი იქნება და ასევე ავტოპარკის აუდიტს გავაკეთებთ. ასევე შესაბამისობის კუთხით არის 58 აუდიტი და განსაკუთარებით მინდა აღვნიშნო ეფექტიანობის აუდიტის მიმართულება, დაგეგმილია 19 აუდიტი და წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად ამ ციფრს ვაორმაგებთ. ამგვარად გეგმა არის ძალიან აქტიური, დატვირთული, ვადებში გაწერილი. ფინანსურ ნაწილში ყველა დასკვნა დამტკიცდება მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში და ჩვენ აქ აქცენტს გავაკეთებთ 2017 წელზე, როგორც ფინანსურ, ასევე ეფექტიანობის ნაწილში“, -უთხრა მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მერიასთან დაკავშირებით დაგეგმილია 7 აუდიტი.

„მერიის ნაწილში 2 აუდიტი მიმდინარეობს, დანარჩენი 5 თემატიკა მზადდება და დაიწყება უახლოეს თვეებში“, -თქვა მთავარმა აუდიტორმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი