უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აპრილი, 2017 12:00
font-size

მიმდინარე წელს საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად 4 ქალი მოკლეს - ომბუდსმენი

მიმდინარე წელს, ჩვენი მონაცემებით, ფემიციდის 4 შემთხვევა მოხდა. გასულ წელს 21, ხოლო 2015 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 16 ქალი იქნა მოკლული, - განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ, ერიკა კვაპილოვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ომბუდსმენის თქმით, მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო კანონში ფემიციდის შესახებ სპეციალური ნორმის გაჩენა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა ქვეყანაში.

თუმცა, როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის გაზიარება პარლამენტის მხრიდან სამწუხაროდ, არ მოხდა.

”ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების მასშტაბები კვლავ შემაშფოთებელია. სულ რამდენიმე დღის წინ ქმარმა გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომლის შესახებაც 2017 წელს შევიტყვეთ. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მათზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას.

ნინო ექვთიმიშვილი

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

22 ოქტომბერი, 2019 , 12:35

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმ

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს

22 ოქტომბერი, 2019 , 12:35

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს. აღნიშნულის მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვ

კომუნიკაციების კომისიამ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდი გააცნო

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების ხელ

ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

ბათუმის ნავსადგურში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Porter-ი. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, Porter-ი Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტე

კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რე

ჟანდარმერიის არქივის პირველი გამოფენა გაიმართება

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდის დოკუმენტები უახლოეს ხანში საზოგადოებას გამოფენისა და ვებპროგრამის მეშვეობით პირველად წარედგინება. ჟანდარმერია 1820-იან წლებ