უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2018 17:15
font-size

მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ეკლესიაზე - კახა კუკავა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცალსახად გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენი პარტიისთვის მიუღებელია ყველა ტიპის ძალადობა და არანაირად არ გვსურს გავამართლოთ ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის ცალკეული წევრების უკანონო ქმედებები, - ამის შესახებ ნათქვამია ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას მიერ პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

,,ამასთან, მიგვაჩნია, რომ თითოეულ მსგავს შემთხვევაზე უნდა დადგეს ცალკეული პირების პასუხისმგებლობა განხორციელებული ქმედების სიმძიმის და არა გავლენიანი ჯგუფების პოლიტიკური დაკვეთის შესაბამისად.

ამავდროულად, ჩვენი გაკვირვება გამოიწვია ბოლო დღეებში ე.წ. „პრო-დასავლური“ პარტიების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელთაც დაგმეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, გააქილიკეს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება, მაგრამ დუმილით აუარეს გვერდი ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულ უპრეცენდენტო მკრეხელობას, რაც გამოიხატა ქრისტიანული ეკლესიის და მრევლის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში. მსგავსი ცალმხრივი პოზიცია, შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ამ პარტიების მხრიდან ჟურნალისტის ცინიკური გამონათქვამის ღია მხარდაჭერა.

კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ტელეკომპანიის ეთერში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების (პროტესტანტული, მუსლიმური) წარმომადგენლების განცხადებები, სადაც მათ ფაქტობრივად გაამართლეს გიორგი გაბუნიას გამონათქვამი, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს ამ გაერთიანებების რეალური ბუნებისა და მათი მიზნების შესაებ.

ვფიქრობთ, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ფარდა ახადა რეალურად მიმდინარე პროცესს, როდესაც სპეც-სამსახურები, პოლიტიკური პარტიები (როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური), არასამთავრობო სექტორი და მედია ჩართული არიან მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ და მასირებულ შეტევაში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ამ შეტევისათვის სასურველი ფონი შექმნა თავად ეკლესიის შიგნით განვითარებულმა არაჯანსაღმა პროცესებმა და ზოგიერთი სასულიერო პირის ორჭოფულმა, საზოგადოებისთვის გაუგებარმა პოზიციებმა რიგ საკითხებზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ეროვნულ ძალას (როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურს), ერთობლივი ძალისხმევით დავიწყოთ 2018 წლის 17 მაისისთვის ფართომასშტაბიანი მანიფესტაციის ორგანიზება, რომელიც მიმართული იქნება ანტიმართლმადიდებლური, უზნეო, ნეო-ლიბერლური შტურმის წინააღმდეგ“, - აცხადებს კახა კუკავა.

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი